ერთ-ერთ ბლოგზე გადავაწყდი ვიღაცის პოსტს... ძალიან მომეწონა... იმიტომ დავაკოპირე ეს რომ მეც მაქვს პრობლემები... მაქგრამ როგორც აქ წერიაა გაიღიმეთ და არ იფიქროთ ამ პრობლემაზეო მე ასე არ შემიძლია... სხვანაირი ადამიანი ვარ მე... პრობლემები როცა მაქვს ძალიან ცუდად ვხდები და არ შემიძლია არ ვიფიქრო ამაზე და არ შემიძლია რომ სულ გაღიმებულმა ვიარო...
***
არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა თავის წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ჩავარდნილა დეპრესიაში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ნდომებია თავისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ეს ადამიანი კი შენ ხარ ვიზეც ამ პოსტს ვწერ და მინდა იცოდე ჩემგან, რომ ის მელანქოლიური მომენტები რომელიც შენ ცხოვრებაშია მხოლოდ შენი ბრალია და ნურავის გადააბრალებ. ზოგადად გადაბრალება მარტივი პრინციპია, მაგრამ საბოლოოდ პრობლემა არ გვარდება. სმაც ერთხვარი გამოსავალია დროებით დააღწიო თავი შენს პრობლემებს, მაგრამ ამაოდ რამოდენიმე საათში პრობლემა პრობლემად რჩება. მაშ გამოსავალი რაშია?! გამოსავალი თქვენშია. თქვენ მართავთ ტვინს ძირითადად, და არა პირიქით, მაგრამ თუ თქვენ მეტად შეისწავლით საკუთარ თავს, თქვენს მინუსებს და მის გამოსწორებაზე იფიქრებთ დამიჯერეთ თქვენ ყოველთვის ბედნიერი იქნებით. მთავარია იყოთ რეალისტი და პრობლემას პირისპირ შეხედოთ. საკუთარ თავს ესაუბრეთ და თავი არასდროს გაიმართლოთ, რადგან ყოველი თავის მართლება მიღწეული შედეგიდან 2 ნაბიჯით დაგხევთ უკან…
ყველაზე რთული ამოცანაც კი მარტივად იხსნება. ასე მოიქეცით თქვენც. აიღეთ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც პირადად თქვენ გიკავშირდებათ. მაგალითად: ვერ აწყობთ ურთიერთობას მეგობრებთან დიდი ხნით და თქვენივე შეცდომების გამო გშორდებიან ან პირიქით თქვენ გაურბიხარ მათ. ვერ იწყობ პირად ცხოვრებას რიგი რთული ხასიათის ან ამა თუ იმ პრობლემების გამო. ვერ ეგუებით სამსახურში თანამშრომლებს, რადგან ბუნებრივია ყველას ვერ მოერგებით, მაგრამ სამსახური ამას მოითხოვს. ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება მართლაც რომ მარტივი გზებით შეგიძლიათ. პირველ რიგში უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია და დაიწყეთ ალტერნატიული მაქსიმუმ 3 გზის პოვნა თუ ეს კარიერას ან მეგობრებს უკავშირდება, პირადის შემთხვევაში კი მაქსიმუმ 2 ალტერნატიულ ვარიანტზე შეჩერდით. თან ისე, რომ ძალიან ნუ იფიქრებთ, რადგან ფიქრები შორს წაგიყვანთ.
ადამიანს შეუძლია თავისი სამყაროს შექმნა ისე როგორიც მას უნდა რომ იყოს. ასევე შეგვიძლია ჩვენს ფიქრებში დავხატოთ ის სურათი რაც მოგვესურვება. მე კი გირჩევთ არასოდეს არ დახატოთ მუქი და მელანქოლია ნაზავი სურათი. გახალისდით. ყოველ დილით ადგომისას გაიღიმეთ და ნუ მიაქცევთ ნურაფერს ყურადღებას. ნუ მოგეშლებათ ნერვები თუ საპურეში პური არ დაგხვდებათ, ჩაიცვით და გადით საყიდლად. მერე რა რომ გარეთ წვიმს, ეს ხომ 10 წუთის საქმეა, თან კარგი ამინდი ხომ არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი ფაქტორი. არასოდეს დაიზაროთ რამის გაკეთება, მითუმეტეს იმის, რაც თქვენ ცოვრებას მრავალფეროვანს გახდის. შექმენით თქვენ თვითონ ფერადი მხიარული ნახატი. ყოველთვის ხატეთ ის რაზეც ოცნებობთ. დამიჯერეთ ოდესმე აუცილებლად აგისრულდებათ. პირადს კი რაც შეეხება გირჩევთ სანამ ურთიერთობას დაიწყებთ ვინმესთან თავიდანვე გაცნობიერებული გქონდეთ, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობა შეიძლება კრახით დამთავრდეს ან უბრალოდ დაშორდეთ ერთმანეთს. ეს ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ მძიმე დეპრესიაში არ ჩავარდეთ. არ ვამბობ იმას, რომ გრძნობას არ აყვეთ. აყევით, დატკბით ურთიერთობით. მესმის რომ არც ისე ადვილია, მაგრამ ეს აი ისეა თავიდან კითხვას რომ სწავლობთ და ჯახირობთ, მერე კი წყალივით იცით კითხვა და არც ერთი ტექსტის წაკითხვის არ გეშინიათ, რადგან იცით რომ რაც არ უნდა ეწეროს თქვენ მას მაინც წაიკითხავთ. თქვენ ხომ ამაზე აღარ ფიქრობთ და ამას ტვინი აკეთებს.
No comments:
Post a Comment